ირაკლი ალასანია: ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვით საქართველოს უსაფრთხოებას იცავდა

ირაკლი ალასანია: ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვით საქართველოს უსაფრთხოებას იცავდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ავღანეთში, ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს უსამძიმრებს. 

 

როგორც ალასანიამ განაცხადა, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვით საქართველოს უსაფრთხოებას იცავდა და წვლილი შეჰქონდა ქვეყნისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებაში. 

 

"ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის და შეიარაღებული ძალებისათვის", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: