ნინო გვენეტაძე: სასამართლო კორპუსი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას ენთუზიაზმით არ შეხვდა

ნინო გვენეტაძე: სასამართლო კორპუსი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას ენთუზიაზმით არ შეხვდა

სასამართლო კორპუსი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

 

გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წამოწყებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული პროცესი იყო.

 

"მე მინდა, თქვენ იცოდეთ, რომ რეფორმის მესამე ტალღას არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა სასამართლო კორპუსი, მაგრამ დაინერგა ძალიან კარგი ტრადიცია და ამაში იუსტიციის სამინისტრომაც შეგვიწყო ხელი, რომ ჩვენ ყველა მოსამართლის დონემდე, ღია თუ საჯარო შეხვედრებზე გვემსჯელა თითოეულ დეტალზე, რაც ხშირ შემთხვევაში ესოდენ მტკივნეული აღმოჩნდა. იყო ძალიან სენსიტიური თემები, სადაც ბევრი უსაფუძვლო ეჭვი ან ზედმეტი კრიტიკაც კი იქნა გამოთქმული ამ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ძირითად საკითხებზე თანხმობას ნამდვილად მივაღწიეთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: