თეა წულუკიანი: ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს თანამებორძოლებთან ერთად

თეა წულუკიანი: ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს თანამებორძოლებთან ერთად

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, მოსამართლე ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს იხილავენ. 

 

"მინდა მივესალმო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბატონი ირაკლი ადეიშვილისთვის აღარ განეახლებინა სასამართლო უფლებამოსილება. დიახ, ეს არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა წარვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად შემთხვევით გამოეჭრა ყელი.

 

დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება მოსამართლეზე ძალადობის პოლიტიკა. მათ უბრალოდ უნდა მივცეთ საშუალება დაასრულონ ვადა, მაგრამ ნურავინ იოცნებებს იმაზე, რომ სამუდამოდ გადაინიშნებიან", -განაცხადა წულუკიანმა. 

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარე ამ მოსამართლეებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეებს პირდებოდა, რომ ისინი როდესაც 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. 

 

"ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ ჩემს თანამებორძოლებთან ერთად. დაასრულონ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ვადა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან მუდმივად ჩვენი შვილების ბედის გადამწყვეტები, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ამის უნარჩვევები არ გააჩნიათ", -განაცხადა წულუკიანმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: