თეა წულუკიანი: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მას საქართველოს მოქალაქეობა მყისიერად შეუწყდება

თეა წულუკიანი: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მას საქართველოს მოქალაქეობა მყისიერად შეუწყდება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინული მხარისგან მიიღებენ პასუხს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი ქვეყნის მოქალაქეა, ექსპრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი რისკი იმისა, რომ მოქალაქეობა ძალაში არ შესულა.

 

"მოგეხსენებათ, ოდესის გუბერნატორი უცნაური განცხადებებით გამოირჩევა, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება არავის ძალუძს. ამიტომ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და საბუთებიც აქვს, საქართველოს მოქალაქეობა მყისიერად შეუწყდება. ამას ქართული კონსტიტუცია და კანონი ითხოვს", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: