საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა

საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 4-დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მისია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს. 

 

ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. 

 

არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში N539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: