თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში დღეს საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული, სიმართლეს არ შეესაბამება.
ქალაქ თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში, დღეს, მედიის წარმომადგენელთათვის რაიმე სახის განცხადების გავრცელება დაგეგმილი არ არის. ამასთან, როდესაც დედაქალაქის მერიაში საგანგებო ბრიფინგი იმართება, მედიასაშუალებებისთვის ანონსს მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უწყების ბრიფინგები იმართება დედაქალაქის მერიის შენობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N7.