ნინო ბურჯანაძე: ვპირდები ჩემს ხალხს,რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სერიოზულ გარდატეხას შევიტან

ნინო ბურჯანაძე: ვპირდები ჩემს ხალხს,რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სერიოზულ გარდატეხას შევიტან

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე  რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის მოწვევით სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ფორუმში, სადაც სიტყვით გამოვიდა.

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არის მზაობა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ნორმალიზებისა.

 

"გაჯიუტებით, დიალოგის შეწყვეტით პრობლემები არ გვარდება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გზები იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და აუცილებლად დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისათის ყველაზე მტკივნეულია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: