ხათუნა გოგორიშვილი: ვიდრე 2017 წლისათვის "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტის დრაკონული ნორმები ძალაში შევა, ის შეიცვლება

ხათუნა გოგორიშვილი: ვიდრე 2017 წლისათვის "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტის დრაკონული ნორმები ძალაში შევა, ის შეიცვლება

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტს კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიღების შემთხვევაში, საჯარო სამსახურის სისტემა იკეტება. 

 

შესაბამისი განცხადება გოგორიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 

საუბარია "საჯარო სამსახურის შესახებ" მთლიანად ახალ კანონზე, რომელიც საჯარო სამსახურს ახლებურად არეგულირებს. 

 

"ძალიან ბევრი საკითხი პირადად ჩემთვის, როგორც ამ სფეროში 1992 წლიდან მომუშავე ადამიანისათვის, ბევრი კითხვის მომცემია, თუნდაც კონკურსის წესთან დაკავშირებით. ეს არის სისტემის ჩაკეტვა. ეს არ არის წინგადადგმული ნაბიჯი საჯარო სამსახურის გზაზე. ეს არ არის წინგადაგმული ნაბიჯი საჯარო მოხელეების დაცვის და მათ შორის სოციალური დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით, სრულიად კატატსროფაა პრინციპი, რომელიც ამ კანონშია და ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრებისთვის განსაკუთრებით პრობლემატური უნდა იყოს ის, როდესაც კანონიდან ყველაფერი ამოღებულია და რეგულაცია მთავრობაზე გადადის. ერთადერთი, რაც მაიმედებს არის ის, რომ კანონპროექტის 129 მუხლიდან 128 მუხლი ძალაში 2017 წლის 1-ელ იანვარს შედის. ფაქტობრივად, ეს არის ტყუილი კანონი. შესაბამისად, გაძლევთ პირობას, რომ სანამ ეს დრაკონული ნორმები ძალაში შევა, შეცვლილი იქნება", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: