სასჯელაღსრულების სამინისტრო: მსჯავრდებულები, რომლებიც საქმის ხელახლა გადახედვას ითხოვდნენ, შიმშლობას შეწყვეტენ

სასჯელაღსრულების სამინისტრო: მსჯავრდებულები, რომლებიც საქმის ხელახლა გადახედვას ითხოვდნენ, შიმშლობას შეწყვეტენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულების გ.ო.-ს და შ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობენ, დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  მსჯავრდებულები შიმშლობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ.

 

გ.ო და შ.რ.-ს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო  მსჯავრდებულ შ.რ.-ის საქმის განხილვას 5 ოქტომბრამდე დაიწყებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ო.-ს, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2017 წლის 30 მარტიდან განიხილება, რადგან  მსჯავრდებული 2012 წლის 3 დეკემბრამდე უკვე იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე და 187 მუხლის პირველი ნაწილით და მას დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი 4 წლის, 11 თვის და 26 დღის სახით.

 

მსჯავრდებული გ.ო. და შ.რ. 2011 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. ისინი სასჯელს ქსნის #15 დაწესებულებაში იხდიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: