ირაკლი ღარიბაშვილი:საქართველოსთვის პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა

ირაკლი ღარიბაშვილი:საქართველოსთვის  პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა

"საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

"საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელისუფლება ახორციელებს უპრეცედენტო ჩ ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროცესს. ასევე ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ შემცირდეს ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან ასევე ეკონომიკური რეფორმების მთავარ მიმართულებებზეც ისაუბრა  და აღნიშნა, რომ "საქართველო ხდება ენერგო საზოგადოების წევრი".

 

პრემიერმა ოკუპაციის თემაც ახსენა და თქვა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: