პაატა ზაქარეიშვილი:პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთი უკან და უკან მიდის, როცა საქართველო ვითარდება და ევროპისაკენ მიდის

პაატა ზაქარეიშვილი:პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთი უკან და უკან მიდის, როცა საქართველო ვითარდება და ევროპისაკენ  მიდის

აფხაზურმა საზოგადოებამ ე.წ. გამარჯვებით და რუსეთის მხრიდან აღიარებით ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია. ის უკან და უკან მიდის, როცა საქართველო ვითარდება და მიდის წინ, ევროპისაკენ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილ ფოტოგამოფენაზე განაცხადა. 

 

"გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოებიდან ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენ რამეს მიაღწიეს ქართველებმა და აფხაზებმა, როცა ერთ სახელმწიფოებრივ სივრცეში იყვნენ. მას შემდეგ, რაც ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა, აფხაზეთში არაფერი შენდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ შენდება საქართველოში ხიდები, გვირაბები, ქალაქები. ამ დროს აფხაზეთი დაქცეული და ჩამოქცეულია. მისი ძლევამოსილი, ე.წ. მეგობარი სახელმწიფო, რუბლსაც კი ვერ აძლევს, რომელიც აფხაზეთს განავითარებს. დღევანდელი გამოფენა ასახავს იმას, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება ერთად ყოფნით და ვინ აგებს პირველ რიგში, როცა ცალკე ვართ", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: