დიმიტრი ქუმსიშვილი:ჩვენი ამოცანა მთლიანი ბაზრის მოხმარების გაზრდაა

დიმიტრი ქუმსიშვილი:ჩვენი ამოცანა მთლიანი ბაზრის მოხმარების გაზრდაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სადაც "საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, განაცხადა, რომ მათი ამოცანაა მთლიანი ბაზრის მოხმარების გაზრდა.

 

"ჩვენი ამოცანა არის ბევრი ახალი მიმართულების მოძებნა, რადგან მხოლოდ ახალ მიმართულებებშია შესაძლებელი რეალურად იმ კონკურენტული უპირატესობის გაღრმავება და აღმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ამოცანა არ არის იმპორტის ჩანაცვლება, ამოცანა არის მთლიანი ბაზრის მოხმარების გაზრდა. თუ ჩვენ ვახერხებთ და კონკურენტუნარიან პროდუქტს ვქმნით, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც შესაძებელია, რომ უფრო ხარისხიანი და იაფი პროდუქცია იყოს მიწოდებული და ამას უკვე ბაზარი განსაზღვრავს. ჩვენი ამოცანა არის, ადგილობრივი მოხმარება გავზარდოთ იმით, რომ მივაწვდით უფრო ხარისხიან პროდუქტს უფრო იაფად, ვიპოვოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: