ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო ხელისუფლების გავლენისგან სრულიად თავისუფალია

ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო  ხელისუფლების გავლენისგან სრულიად თავისუფალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმზე - Georgia-Making Business Easy  შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს მიმართა. პრემიერმა საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და განაცხადა, რომ ქვეყანას ყველა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, განუხრელად მიჰყვება დასავლური ინტეგრაციის გზას, აღრმავებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 

·        ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი პოტენციალით.

 

·        ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა.

 

·        ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა.

 

·        მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით.

 

·        გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ.

 

·        ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია.

 

·        ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა.

 

·        2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არა მხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

 

·        ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

 

·        ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა.

 

·        კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც სტაბილურს და პოზიტიურს.

 

·        კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითი დღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე.

 

 

მე ვთვლი, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ეს არის. სასამართლო სრულიად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა. საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი ბიზნესლიდერები დაესწრნენ, მათ შორის - კომპანია 32  Advisors-ის ვიცე-პრეზიდენტი მარტინ მოისბურგერი, African Trade and Business Center-ის მმართველი პარტნიორი თი ტომპსონი, Avir Group-ის ხელმძღვანელი რიჩარდ სმიტი, BlueCap Economic Advisors-ის მმართველი დირექტორი გარი მარქსი,  Brunswick Group-ის დირექტორი ლიზ დაჰანი, Contract Pharmacal-ის აღმასრულებელი დირექტორი მეტ ვულფი,  Deloitte-ის დირექტორი ჩარლზ რუბი, Dreamit Ventures-ის თანადამფუძნებელი პატრიკ ფიცჯერალდი,  NBC Universal-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ჩეთემი, Synergics Energy Development-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ვეინ როჯერსი და სხვები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: