ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას ათჯერ მეტი "ნარუშილოვკა" ჰქონდა გაცემული

ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას ათჯერ მეტი "ნარუშილოვკა" ჰქონდა გაცემული

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებას ზუსტად ათჯერ მეტი "ნარუშილოვკა" ჰქონდა გაცემული.

 

ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა და ე.წ. ნარუშილოვკების საკითხს გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილმა განაცხადა ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური დაკვეთა.

 

"წინა ხელისუფლებას ზუსტად ათჯერ მეტი "ნარუშილოვკა" ჰქონდა გაცემული. ეს რა თქმა უნდა არ ამართლებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება, რიგ შემთხვევებში შესაძლოა არამიზნობრივად გამოყენება, მაგრამ ფაქტია რომ არამხოლოდ ათჯერ მეტი იყო გამოყენებული, არამედ მისი აღრიცხვა საერთოდ არ ხორციელდებოდა. ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური დაკვეთა," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: