კახი კახიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
"გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც დაწესებულების დირექტორი. ამ შემთხვევაში რამდენი სასამართლო გადაწყვეტილებაც გვექნება, მაგალითად, როგორც გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე იყო, ჩვენ იმდენს შევასრულებთ. ჩვენ ვართ აღმსრულებლები და არა ინიციატორები. საქალაქო სასამართლო გვეუბნება, ამ ვადიდან ამ ვადამდე უნდა იყოს პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას", - განაცხადა კახი კახიშვილმა.