ირაკლი ღარიბაშვილი:საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც დიდი ოცნებები აქვს!

ირაკლი ღარიბაშვილი:საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც დიდი ოცნებები აქვს!

"საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები," - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე პრემიერმა აღნიშნა,რომ საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ სწორი მიმართულებით.

 

"ჩვენი ხედვა ნათელია ისევე, როგორც - ჩვენი მომავალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ, მმართველობასთან დაკავშირებულ ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ლიდერობა, რეიტინგის ექვსივე მაჩვენებელში მიღწეული ჯამური პროგრესით, ეამაყება.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა - 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში; 16 პუნქტით - გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში; 19 პუნქტით - კანონის უზენაესობის კატეგორიაში; 22 პუნქტით - პოლიტიკური სტაბილურობისა და მმართველობის ეფექტიანობის კატეგორიაში; ხოლო 23 პუნქტით - კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.

 

 "ეს მნიშნელოვანი წინსვლა ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობის ურყევ გადაწყვეტილებას, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცებასთან, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობასა და ჩვენი ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: