ყურძნის მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 103,3 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.

 

1 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 5 875 ტონა, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

 

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 52 ათას ტონამდე, საფერავი - 38,2 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,4 ათასი ტონა  კახური მწვანე და 11 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

 

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 34,5 ათასი ტონა, თელავი - 23,2 ათასი ტონა, ყვარელი - 19 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 6 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.

 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ-საიტი www.rtveli2015.gov.ge.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: