სემეკმა მოქალაქეებს 78 085 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 78 085 ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. 

 

სემეკის ინფორმაციით, საკითხების უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. ჭარბობდა მოქალაქეების საჩივრები შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" წინააღმდეგ, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრციხველის საფასურის დარიცხვას აბონენტებზე და ადმინისტრაციულ სამართამდამრღვევებად ცნობის შესახებ კომპანიის დადგენილებებს. 

 

შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" დაევალა საკუთარი ხარჯებით მრიცხველების შეცვლა 26 აბონენტისათვის, რადგანაც ლაბორატორიული შემოწმების შედეგად არ დადასტურდა მომხმარებლების მიერ მრიცხველის დაზიანების ფაქტები, გაუქმდა 9 დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ 78 085 ლარი შეადგინა.

 

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: