დიმიტრი ქუმსიშვილი:სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ!

დიმიტრი ქუმსიშვილი:სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა.

 

"რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეფასებისგან თავს შევიკავებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი და ამიტომ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ვერ შევალ და არც მაქვს ამის ცოდნა", – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 

ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღდა. აღნიშნულ გადაწყვეტილება გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის დახურვად შეაფასა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: