ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცერი შოთა ყულჯანიშვილი დააკავა.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტ "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცერმა შოთა ყულჯანიშვილმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით გადმოტანაში დახმარებისა და სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.

 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: