ეკა გიგაური:დღევადელი საარჩევნო სისტემა უსამართლოა

ეკა გიგაური:დღევადელი საარჩევნო  სისტემა  უსამართლოა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა  ეკა გიგაურმა  პარლამენტში,სადაც საარჩევნო რეფორმის საკითხზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება  ჟურნალისტებთან თემის კომეტირებისას განაცხადა, რომ   დღევადელი საარჩევნო  სისტემა  უსამართლოა.

 

"დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო. ამ საარჩევნო სისტემით ჩვენი მოქალაქეების ინტერესები არ აისახება. ის არის უსამართლო და არაპროპორციული და ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იმაზე, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. დღეს ამაზე საუბრობს მმართველი კოალიციაც, თუმცა მას არსებული სისტემის შეცვლა 2020 წელს უნდა, რაც არასწორია. დღეს უნდა გადაიდგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რისი შესაძლებლობაც არსებობს და რითაც ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ვუზრუნველყოფთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: