ნინო ბურჯანაძე: "ქართული ოცნება" დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" – "ნაციონალიზაციის" გზას

ნინო ბურჯანაძე: "ქართული ოცნება" დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" – "ნაციონალიზაციის" გზას

მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნება" , ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუ თქვენ საპარლამენტო არჩევნებს ისევე ჩაატარებთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, ხავერდოვნად დასრულდება ეს პროცესი და ვინმე მოგილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ამის შესახებ განცხადება " დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ   გააკეთა. 

 

"საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რაც უშუალოდ არჩევნების დღეს ხდებოდა, არამედ იმაზე რაც მანამ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება არჩევნებში, იმის გამო რომ მის მომხრეებზე განხორციელდა ზეწოლა. ძალიან საგანაგაშოა ის გარემოება, რომ არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, რომელმაც თავისი იქ ყოფნა გაამართლა იმით, რომ იმ დღეს შაბათი იყო. ეტყობა ბატონ კალაძეს ჰგონია, რომ შაბათ-კვირას ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. მიუხედავად კალაძის სპორტული დამსახურებებისა, ის ამჯერად არის არა ფეხბურთელი, არამედ ვიცე-პრემიერი და მისი არჩევნებზე ყოფნა პირდაპირ იხილება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად და ზეწოლის ფაქტად", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

 

"ქართული ოცნება" დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" – "ნაციონალიზაციის" გზას. ერთადერთი რაც იმედს მიტოვებს არის ის, რომ ისინი იმდენად უსუსურნი არიან, იმედია ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ სრულყოფილად გადმოიღონ "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობის მეთოდები. მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნება", ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუ თქვენ საპარლამენტო არჩევნებს ისევე ჩაატარებთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, ხავერდოვნად დასრულდება ეს პროცესი და ვინმე მოგილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დიპლომატიურ კორპუსს, მიაქციონ ყურადღება იმ საგანგაშო სიგნალებს, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. ამას ქვეყანაში ძალიან მძიმე შედეგები მოყვება და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, ამიტომ არ არის ვალდებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი გააკეთოს.

 

"ქვეყანაში მზადდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ეს ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება. დღეს ყველას შეგვიძლია არ დავხუჭოთ თვალები არც ერთ ნიშანზე, რომელიც ამისკენ მიუთითებს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება," - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: