დიმიტრი ქუმსიშვილი: თუ ვინმე არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არ არის დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს

დიმიტრი ქუმსიშვილი: თუ ვინმე არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არ არის დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს

თუ ვინმე არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს, თუ არ არის დამნაშავე, არ უნდა დაისაჯოს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ქუთაისში, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს. 

 

მინისტრის განცხადებით, არც მოსამართლეა, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ის ინფორმაცია აქვს, რომელსაც შესაბამისი წყაროებიდან იღებს.

 

2 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რასაც დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია სამი ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს იმართება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: