ლევან ალაფიშვილი: კახა კახიშვილი ახერხებს, რომ პოლიტიკის მიღმა დარჩეს

ლევან ალაფიშვილი: კახა კახიშვილი ახერხებს, რომ პოლიტიკის მიღმა დარჩეს

ცოტა ხნის წინ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ახალი ინიციატივა გაახმოვანა. ინიციატივა შეეხებოდა შინაპატიმრობას,  რაც პატიმრის ე.წ. სამაჯურის მეშვეობით გაკონტროლებას გულისხმობს, აღნიშნულ  ინიციატივას, იურისტი ლევან ალაფიშვილი, გაზეთ "ახალ თაობასთან" საუბარისას აფასებს. მისი თქმით,  ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ მოხდეს არა მხოლოდ დასჯა, არამედ ადამიანი ჰყავდეს თავის უფლებებში დაცული.

 

"ეს არის გზა, რომლითაც შევძლებთ დანაშაულთან ბრძოლასაც და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასაც, რასაც სასჯელაღსრულების სისტემაში ვხვდებით", - აცხადებს ალაფიშვილი.

 

უფლებადამცველის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა და ამ სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს.

 

ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ  კახა კახიშვილი ახერხებს, რომ პარტიული პოლიტიკის მიღმა დარჩეს.

 

"შინაპატიმრობის შემოღებით სახელმწიფო აჩვენებს, რომ მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი რიგითი მოქალაქეა და ცდილობს ადამიანებს საზოგადოებაში დაბრუნების შანსი შეურნაჩუნოს",-აცხადებს ალაფიშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: