გიორგი მარგველაშვილი:საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ

გიორგი მარგველაშვილი:საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ

 

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, აღნიშნულ საკითხზე  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში", მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკიდან წასვლას და საპრეზიდენტო მანდატზე უარის თქმას არ გეგმავს. 

"მე მოსახლეობამ დამაკისრა საპრეზიდენტო მანდატი და არა მგონია, რომ ეს მანდატი უნდა შევცვალო. შესაბამისად საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, არ ვაპირებ იმ კონკრეტული მიზეზის გამო, რომ ეს დამავალა ქართველმა ხალხმა - ძალიან სტაბილური სამწლიანი მანდატი მაქვს 2018 წლამდე. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ბუნებრივია, დღეს მე განცხადებას იმის თაობაზე, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, არ გავაკეთებ. პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი ჯერ საერთოდ არ დგას, ეს არის 3 წლის მერე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: