გადადგება თუ არა ნარმანია?

გადადგება თუ არა ნარმანია?

 "უკვე შიგნით ქართულ ოცნებაშიც მიდის კულუარული საუბრები, რომ ვერ "გაქაჩა" ნარმანიამ და მისი "მოღვაწეობა" უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. აქედან გამომდინარე, ჯერდებიან რომ მან თანამდებობა დატოვოს"- ამ განცხადებას გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში "მედიატორის" წევრი გივი კუბლაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, მათ ხელთ არსებული ინფრომაციით-, "ნარმანია პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობას დატოვებს. ამის შემდეგ მის მოვალეობას შეასრულებს ახლადდანიშნული დედაქალაქის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე." კუბლაშვილის თქმით, როცა ნარმანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, საკრებულო იმსჯელებს იმაზე, რომ მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მისი აზრით,   ეს ყველაფერი კანონის ნორმით არის დადგენილი-"ხედავს ქართული ოცნება, რომ მათ მხარდამჭერებში დიდი რყევებია და რეალურად არ აქვთ იმის იმედი, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებენ. ახლა მათ მიზნადაა ქცეული გაიხანგრძლივონ ქალაქის მმართველობა. აი, ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი" აცხადებს გივი კუბლაშვილი "ალიასთან" ინეტრვიუში.

 

წყარო: "ალია"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: