ირაკლი სესიაშვილი: ვადიანი იქნება არჩევნები თუ უვადო, "ნაციონალებს" წარმატების შანსი არ აქვთ
უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას პროვოკაციას უწოდებს.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ოპოზიციაში კარგად ესმით, რომ არც ერთი არჩევნების დროს "ნაციონალურ მოძრაობას" წარმატების შანსი არ აქვთ.
"ძალიან კარგად ესმით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომ ვადამდელ არჩევნებს სჭირდება შესაბამისი კონსიტუციური საფუძვლები, რაც არ არსებობს. ეს ერთი, მეორე მათ კარგად იციან ვადამდელი იქნება თუ ვადიანი მათ რაიმე წარმატების შანსი არ აქვთ. უბრალოდ, აქ არის მარტივი პროვოკაციული ფონი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს და იყენებს,"- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.