გიორგი კვირიკაშვილი: არა მგონია სერიოზული წინაპირობა არსებობდეს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

გიორგი კვირიკაშვილი: არა მგონია სერიოზული წინაპირობა არსებობდეს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

თავრობის წევრები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ეხმაურებიან. აღნიშნულ საკითხზე მინისტრებს კითხვები დღეს ჟურნალისტებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვეს. 

 

"დემოკრატიულ სახელმწიფოს ყოველთვის აქვს თავისი მყარი წესები, როდესაც უმრავლესობის მოსაზრება არის წამყვანი და უზენაესი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ის მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ამ თემას ხუმრობის კონტექსტში განიხილავს.

 

"რიგგარეშე არჩევნებზე მე არ ვიცი. ალბათ, უფრო ხუმრობით უნდა მივიღო ეს შეკითხვა. მე არა მგონია, რომ რაიმე სერიოზული წინაპირობა არსებობდეს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. პარტიის ლიდერებმა შესაბამისი განცხადება გუშინ საღამოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს. როგორც მათ განმარტეს, პოლიტიკურ ძალებთან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: