თინათინ ხიდაშელი: ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის

თინათინ ხიდაშელი: ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის  ტელეკომპანია "კავკასიის", გადაცემა "ბარიერში" სტუმრობის დროს ერთ-ერთი მთავარი თემა ჯარში სუიციდის პრევენცია იყო. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის იაარღის ტარების, ნარკოტიკების მოხმარებისა თუ აზარტული თმაშების მიმართულებით.

 

"ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას, სხვა დატვირთვაც აქვს, ის ერთგვარად სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამიტომ ჯარში თვალის დახუჭვა არ შეიძლება იმაზე, რაზეც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება თვალი დავხუჭოთ. კამპანიას - "მხარი მხარს" ფსიქოლოგების დახმარებით ვახორცილებთ, შევქმენით ცხელი ხაზიც, რომ რაც შეიძლება მეტი ანონიმური ინფორმაცია გვქონდეს, ვიცოდეთ, სად არის სუსტი წერტილები და სად არის საჭირო დახმარება",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: