ნინო ბურჯანაძე: ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავეთა ორგანიზაცია, რომელიც უნდა აიკრძალოს
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ნაციონალურ მოძრაობას" დამნაშავე ძალად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას" განაჩენი უკვე გამოუტანა, ახლა კი მათი გასამართლების ჯერი დადგა, რადგან აღნიშნული პარტია უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გადაცემაში "2030" განაცხადა.
"ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებთ არა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ კატეგორიულად გამოვრიცხავთ მათთან კონსულტაციებს და მით უფრო თანამშრომლობას ნებისმიერ საკითხზე. ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავეთა ორგანიზაცია, რომელიც უნდა აიკრძალოს." - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.