დავით ნარმანია: სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ
სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, "კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას" სწორედ ოქტომბრიდან მიიღებენ.
"როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ერთეულს, გარდა იმისა, რომ მათ 2015 წლის იანვრიდან კომუნიკალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას", - განაცხადა ნარმანიამ.