კახა კუკავა: "ნაციონალური მოძრაობა" ვერაფრით აცნობიერებს იმ შეცდომებს, რომელიც 9 წლის განმავლობაში დაუშვა
"იმედი მაქვს, მარგველაშვილი ხელს არ მოაწერს ახალაიას, უგულავას, მერაბიშვილის შეწყალების განკარგულებას", - აცხადებს "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში კახა კუკავა.
როგორც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა განაცხადა, დასახელებული ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ვერაფრით აცნობიერებს იმ შეცდომებს, რომელიც 9 წლის განმავლობაში დაუშვა. მინდა, გიგი უგულავას მივმართო: მხოლოდ საკუთარ თავზე და პიარზეც რომ ფიქრობდეს, ციხიდან რომ გამოვიდა, ბოდიში რომ მოეხადა, უფრო შესაფერისი იქნებოდა სიტუაციისთვის, ვიდრე მისი მუქარა და აგრესია, რასაც ის აფრქვევდა", - განაცხადა კუკავამ.