სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით, პენიტენციარულ დაწესებულებებში მაღაზიებისა და კვების ინსპექტირება განხორციელდება

სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით, პენიტენციარულ დაწესებულებებში მაღაზიებისა და კვების ინსპექტირება განხორციელდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებული მაღაზიებისა და კვების ინსპექტირებას იწყებს. მაღაზიებისა და კვების ინსპექტირების შესაბამისი კომისიები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანების თანახმად შეიქმნა.

 

ინსპექტირების კომისია ყველა დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. კომისიების შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ექიმი, დაწესებულების ადმინისტრაციის და უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები.

 

კომისიები შეამოწმებენ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული კვების ულუფის ოდენობას; პროდუქტებისა და მზა კერძების განთავსების ადგილის სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს; საკვების მიწოდების დროს დღის განრიგთან შესაბამისობაში; კვების პროდუქტების ხარისხსა და წამომავლობას. პროდუქტის ან მზა კერძების დაწუნების შემთხვევაში, კომისია მას შესამოწმებლად დამოუკიდებელ ექსპერტს გადაუგზავნის.

 

რაც შეეხება პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების ინსპექტირებას, კომისიები მაღაზიებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს შეამოწმებენ; ყურადღება მიექცევა შეტანილი პროდუქტების ვადებსა და ღირებულებებს; პროდუქციის რაოდენობასა და სახეობებს.

მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის კანონით გათვალისწინებული ყველა სერვისის სათანადოდ მიწოდება და უზრუნველყოფა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: