გიორგი კვირიკაშვილ:საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან არ არსებობდეს არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა

გიორგი კვირიკაშვილ:საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან არ არსებობდეს არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა

საქართველომ გამოთქვა სრული მზადყოფნა მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით ღია კომუნიკაციაში შევიდეთ ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან , რათა ბოლომდე ამოვწუროთ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს ჩვენს მიმართ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებს შეისწავლის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი, შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.

 

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღიაა ამ თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის, ჩვენ დაველოდებით ევროკავშირის მისიის ჩამოსვლას, მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა შეკითხვას, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც ერთ წელიწადში გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ უნდა არსებობდეს არც ერთი ღია საკითხი და პასუხგაუცემელი შეკითხვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანს შეხვდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: