წერილი გიორგი მარგველაშვილს აშშ-დან
საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი მადლობის წერილს უგზავნიან.
"მადლობას მოგახსენებთ სამშაბათს, 29 სექტემბერს, ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისთვის, ჩვენი წევრებისთვის დიდი პრივილეგია იყო თქვენი მოსმენა.
ამ დაკავებული კვირის განმავლობაში უღრმესი მადლობა დროის გამოყოფისთვის. სასიამოვნო იყო თქვენთან მანამდე შეხვედრა და როგორც განვიხილეთ, მოუთმენლად ველოდები სტუმრობას თქვენს ქვეყანაში.
ასევე მოუთმენლად ველი მომავალშიც თქვენს მიღებას საბჭოში"- აღნიშნულია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტის რიჩარდ ნ. ჰაასის წერილში.
საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისთვის მადლობა პრეზიდენტს საბჭოს ვიცე პრეზიდენტმაც გადაუხადა.
"მადლობას მოგახსენებთ სამშაბათს საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისთის. ჩვენი წევრები აფასებენ თქვენთან ერთად საქართველოში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას. დიდ მადლობას გიხდით დროის გამოყოფისა და თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის."- წერს საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ნენსი დ. ბოდურთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით 29 სექტემბერს გამოვიდა.