ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებით შედეგს ველოდებით

გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებით შედეგს ველოდებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატებს კაჭრეთში უმასპინძლა. ელჩებთან არაფორმალურ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისა და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს, ევროპული და ევრო-ატლანტიკური იტეგრაციის გზაზე და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს.

 

კვირიკაშვილის განცხადებით,  საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ევროპული და  ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

"საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველო ევროპის მნივნელოვანი და საიმედო პარტნიორია,  ჩვენ პროგრესი გვაქვს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით და ველოდებით დადებით შედეგს. ეს მნიშვნელოვანი აღიარება იქნება იმ მიღწევების რაც საქართველომ განახორციელა" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა .

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: