კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელი მეღვინეობის რეგიონებს შორისაა

კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელი მეღვინეობის რეგიონებს შორისაა

კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელ მეღვინეობის რეგიონებს შორის მოხვდა. რეიტინგი მოგზაურებისთვის პოპულარულმა გზამკვლევმა LონელყPლანეტ გამოაქვეყნა.

 

კახეთი ზელანდიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, არგენტინის, აშშ-სა და კანადას მეღვინეობის რეგიონებს შორის მეშვიდე ადგილზეა.

 

სტატიაში  ავტორი მიუთითებს, რომ  ქართული ღვინის წარმოების კულტურა უძველესია და კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი ადგილია.

 

"საქართველო აღიარებულია იმ უძველეს კერად, სადაც ველური ვაზი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინ გააშენეს. უმეტეს რეგიონებში ღვინის დამუშავების ტექნოლოგია მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ყურძენს აქ ძველებურად ხელით კრეფენ და ხის საწნახელში წურავენ. წვენი ჩადის მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში, სადაც ის დუღს ყოველგვარი დანამატებისა და მანიპულაციების გარეშე" - წერია სტატიაში.

 

ავტორი ამ რეგიონის სტუმრებს ურჩევს აუცილებლად დააგემოვნონ ქართული ქვევრის ღვინო.

 

ქართულმა ღვინომ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული ჟურნალის VOGUE (ვოგი) ოქტომბრის ნომრის ყურადღება მიიქცია სტატიაში "დაივიწყეთ წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები - ქარვისფერი ღვინო ეს ის ღვინოა, რომელიც უნდა დალიოთ ამ შემოდგომას ყლუპობით". ავტორი მიიჩნევს, რომ ქართველი მეღვინის, იაგიო ბიტარიშვილის მიერ წარმოებული ჩინური, საუკეთესოა ქარვისფერ ღვინოებს შორის.

 

 

 

http://bpi.ge/

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: