საქართველოს ილჰამ ალიევი ეწვევა
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით, საქართველოს 6 ნოემბერს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი.