გიგლა აგულაშვილი: "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის პრობლემა არ იქნება, თუ 29 პირობა შესრულდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის პრობლემა არ იქნება, თუ 29 პირობა შესრულდება.
"ნენსკრა ჰესის" მშენებლობის პრობლემა არ იქნება, თუ ეს 29 პირობა შესრულდება, ხოლო თუ მშენებელი რომელიმე ჩვენს შენიშვნას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ მათთან დისკუსია გვქონდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც ინფორმაცია გვაქვს, იმ კომუნიკაციდან, რომელიც უცხოელ პარტნორებთან, ასევე ქართველ პარტნიორებთან გვქონდა (საპატრნიორო ფონდი ასევე არის მონაწილე ამ პროექტის), ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პირობებს შეასრულებენ", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.