ელიზბარ ჯაველიძე: ნაცები, გეგონება - მათი სამსახურიაო, ყოველდღე დადიან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან!

ელიზბარ ჯაველიძე: ნაცები, გეგონება - მათი სამსახურიაო,  ყოველდღე დადიან  ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან!

"ნაცები, გეგონება - მათი სამსახურიაო, უკვე, პრაქტიკულად, ყოველდღე დადიან სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან!"- აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე "ასავალ-დასავალთან" საუბარში.

 

ჯაველიძის განცხადებით გოგა ონიანი "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერი იყო, რომელიც ნებისმიერ დანაშაულს ზედმიწევნთ ასრულებდა, ახლა კი საზოგადოებას უფლებადამცველად და ადვოკატად ევლინება, რაც ქვეყნის სირცხვილია.

 

"მე აქვე, მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ და კარგად ვხედავ, როგორი წივილ-კივილით დაიარებიან ეს ნაცები და მათი დაქირავებული "ზონები" და "კმარები" ბიძინა ივანიშვილის სახლთან!

 

მათი ერთ-ერთი "უსტაბაშია" გოგა ონიანი - სააკაშვილის რეჟიმის ზონდერი, ახლა რომ "უფლებადამცველის" მანტია მოურგია! ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ ხალხის მწამებელი ზონდერი, ვითომც აქ არაფერიაო - ვექილობს და "ადამიანის უფლებებს იცავს"! არადა, ამ გოგა ონიანის ადგილი ციხეშია, ცი-ხე-ში!

 

ძალიან დემოკრატობს ეს ჩვენი მთავრობა! ძალიან ლოიალურად ეპყრობიან ნაცებს, ამერიკის დასანახავად!"- აღნიშნავს ჯაველიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: