ოთარ დანელია: ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული ჩინეთში

ოთარ დანელია: ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული ჩინეთში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სასტუმრო "რედისონში", სადაც ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებს, ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი ქართული ღვინო იქნება ექსპორტირებული ჩინეთში.

 

"ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი ძალიან ბევრი სტუმარი. რამდენიმე მათგანი ახლაც აქ იმყოფება, მათ შორის არის ათეულობით ჟურნალისტი, რომლებიც აკეთებენ ქართული ღვინის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მილიარდ-ნახევრამდე მაყურებელმა ნახა სიუჟეტები, რომელიც გადაიცა ქართული ღვინის შესახებ. პოპულარიზაცია იზრდება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ექსპორტის მაჩვენებლებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული ჩინეთში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: