გიგლა ბარამიძე: რესპუბლიკური პარტია პრემიერის თანამდებობის ხელში ჩასაგდებად იბრძვის!

გიგლა ბარამიძე: რესპუბლიკური პარტია  პრემიერის თანამდებობის ხელში ჩასაგდებად იბრძვის!

"რესპუბლიკური პარტია ღარიბაშვილის გადადგომისა და პრემიერის თანამდებობის ხელში ჩასაგდებად იბრძვის", - ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი აცხადებს. როგორც "ასავალ-დასავალს" გიგლა ბარამიძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრს ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: კოალიციის შიგნით - "რესპუბლიკელებთან" და კოალიციის გარეთ - "ნაციონალურ მოძრაობასთან". ბარამიძის თქმითვე, რესპუბლიკური პარტია კიდევ რამდენიმე თანამდებობის ხელში ჩასაგდებად იბრძვის.

 

"გაიხსენეთ, სულ ცოტა ხნის წინათ როგორი კულუარული ომი მიმდინარეობდა იმისთვის, რომ შს მინისტრის პორტფელი ჩაეგდოთ ხელში. "რესპუბლიკელები" ასევე მონაწილეობენ თბილისის მერის დისკრედიტაციის კამპანიაშიც, რადგან მათ ამ თანამდებობაზეც თავისი კადრის დასმა სურთ. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც პრემიერის თანამდებობაა", - განაცხადა ბარამიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: