ელიზბარ ჯაველიძე: "ქართული ოცნების" ძირითადი მონაპოვარი არის ის, რომ მოგვაშორეს შავი ჭირი მიშას სახით
"ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, როგორც ვხედავთ, მათი პოლიტიკური კალენდარი ორფაზიანია - გაზაფხულიდან შემოდგომამდე. ამ კალენდარულ ციკლში ეწყებათ შეტევები და მღელვარება. ამჯერად ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რაც, რა თქმა უნდა, უკვე აბსურდი და გიჟური იდეაა - არჩევნებამდე დარჩა ერთი წელი, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, პროცედურაც კი ვეღარ მოესწრება. საინტერესოა, რა ქვენაგრძნობები ამოძრავებს "ნაციონალურ მოძრაობას", - საკუთარი ამომრჩევლის რევიზია და შეხსენება, რომ ისინი ცოცხლობენ, თუ ფერადი რევოლუცია? თუმცა ერთია, მდინარეში, მით უმეტეს პოლიტიკოსები, ორჯერ ვერ შედიან. ის, რაც 2003 წელს მოხდა, შეუძლებელია, დღეს განმეორდეს, რადგან მაშინ არსებობდა სხვა მოცემულობა, ძირგამომპალი რეჟიმი, რომელსაც დაუპირისპირდა "მოქალაქეთა კავშირიდან" წამოსული ცალკე ფრთა, ე.წ. რეფორმატორების სახით და მათ ხელთ ეპყრათ ისეთი ძლიერი იდეოლოგიური მანქანა, როგორიც იყო "რუსთავი 2", რომელსაც საზოგადოებაში ჰქონდა ავტორიტეტი... თუმცა ტელეკომპანია, რომელიც დამნაშავე რეჟიმის სპეცორგანოდ იქცა და დაკარგა დამოუკიდებლობის ხარისხი, საზოგადოებაში ნდობის ლეგიტიმაცია, დღეს, რაღა თქმა უნდა, ვეღარ მოაწყობს რევოლუციას... თუმცა, არც "ქართული ოცნების" ხელისუფლება გამოიყურება დამაკმაყოფილებლად, რომელსაც შეუძლია არჩევნების პირწმინდად მოგება და დამაჯერებელი უმრავლესობით გამარჯვება. მათ დახვდათ პრობლემები და რჩება შთაბეჭდილება, რომ რიგი პრობლემებისა თავადაც შექმნეს და არც აქვთ სურვილი, რომ ამ პრობლემებს არჩევნების წინ მაინც დაუსვან წერტილი. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის სოციალური და ეკონომიკური სირთულეები, ლარის დევალვაცია, დაუსაქმებელი ხალხი და მშიერი მოსახლეობა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელში არსებული იდეოლოგიური მანქანის - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დიდი მცდელობის მიუხედავად, რომ სოციალური სურათი დახატონ, თითქოს ეს არის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი, აქ ისინი ძალიან აჭარბებენ და ვერ იცავენ ბალანსს, რადგან ყველა გონიერ ადამიანს დაებადება კითხვა, - შეუძლებელია, ამ ადამიანებს ეს პრობლემები გასჩენოდათ 3 წლის მანძილზე, თუკი მანამდე სამოთხეში ცხოვრობდნენ?.. რაც უფრო იძალადებს იდეოლოგიურად მოსახლეობაზე "ნაციონალური მოძრაობა", მით მეტს ხმებს დაკარგავს და ის შეახსენებს თითოეულ ჩვენგანს, რა სადისტურ რეჟიმში გვამყოფებდნენ.
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში შეაფასებს ხელისუფლების მოღვაწეობის 3 წელს და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.
- ბატონო ელიზბარ, თქვენი აზრით, რა არის "ქართული ოცნების" მთავარი მონაპოვარი?
- "ქართული ოცნების" ძირითადი მონაპოვარი არის ის, რომ მოგვაშორეს შავი ჭირი მიშას სახით. ერთი ეშმაკი და სატანა გავდევნეთ. მიხეილ სააკაშვილი რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იარსებებდა, ის აუცილებლად ჩაითრევდა ჩვენს ქვეყანას დიდ ომში და უფრო მეტი უბედურება დატრიალდებოდა ჩვენთან, ვიდრე ეს უკრაინაშია, საქართველო ამას ვერ გაუძლებდა, რადგან ჩვენ 3 მილიონნახევარიც კი არ ვართ და უკრაინის მოსახლეობა კი 45 მილიონია. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში, ის უკვე სახელმწიფო აღარ არის, ალბათ, დიდხანს მკვდრეთით ვერ აღდგება და ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ რა ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. მოდით, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ამ ამაგს ნუ დავუკარგავთ, არ მიყვარს უმადური ადამიანი და მით უმეტეს, ქრისტიანულად უმადურობა დასაგმობია, დღეს არის თავისუფლება, ყოველ შემთხვევაში ამ თავისუფლებამ საქართველოს სიკეთე არ მოუტანა, ყველამ ხმა აიმაღლა და დღეს ე.წ. თავისუფლებამ, რომელიც ჩვენში დემოკრატიის ნიშნით გაბატონდა, ვფიქრობ, რომ სიკეთის ნაცვლად მოგვიტანა ის, რომ, ვისაც არ ეზარება, გამოდის და პრეტენზიებს აცხადებს, თითქოს, ამ 9 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა და ახლა უბედურებაში მოექცა... იცით, ასეთ თავისუფლებას რა ჰქვია? როცა ნახირი არის სადღაც შეყრილი, მერე უცბად რომ გამოუშვებ და თავაწყვეტილები დარბიან. ასეთი თავისუფლების შედეგი ძალიან ხშირად საპირისპიროა. ასე რომ, დღეს ზოგიერთი ტელევიზია რომ აცხადებს, არიქა, გვიშველეთ, სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლაა, თავისუფლების ხმას კლავენო, ყველა ასეთი ტელევიზია არის ანტისახელმწიფო ორგანო, რომელიც ანგრევს ადამიანების ცნობიერებას და მათგან მოდის უზნეობის ნიაღვარი. მათ სიმართლესთან შეხება არ აქვთ. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ ტელევიზიას დავანგრევდი და დავწვავდი თავის დირექტორიანად. გვარამია ფეხებით ჩამოსაკიდებელია, უფრო სწორად, აი, იმ ბლანჟეთი უნდა ჩამოკიდო ნაძვის ხეზე. ეს ის გვარამიაა, რომელიც იყო "ნაციონალების" პროკურორი, მერე გახდა განათლების მინისტრი და მოვიდა ტელევიზიაში გენერალურ დირექტორად. როდესაც პარლამენტარი იყო, განაცხადა, - ტოლსტოი არ მაქვს წაკითხული და არც წავიკითხავო. ეს ამბავი რომ გაიგო ტოლსტოიმ, საფლავში გადატრიალდა. მაგას ჰგონია, მაგარი რამე თქვა, სინამდვილეში, ის უმეცრებაზე, უვიცობასა და გაუნათლებლობაზე მეტყველებს. საერთოდ, მთელ საქართველოში უმეცრებაა გაბატონებული. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში უწიგნური ბავშვები არიან შეყრილები, ყველა საკითხზე ისეთი სერიოზულობით მსჯელობენ, თითქოს ყველაფერი იციან და მათი გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი საქართველოში არსებული პოლიტიკის შედეგია, კონკრეტულად კი თავსმოხვეული კოჰაბიტაციის. ის ადამიანები, რომლებიც სოროში იყვნენ შემძვრალი ხვლიკებივით და თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ, ამ კოჰაბიტაციამ გაათავისუფლა და დღეს ეს დამნაშავეები აქეთ გვასწავლიან ჭკუას, ზნეობას გვასწავლიან უზნეონი, ქურდები ქადაგებენ წესიერებაზე, მკვლელები - ადამიანთა სიყვარულზე, ამ ფონზე სახელმწიფო აზროვნება და ყველაფერი თავდაყირა დგება. ცის ნაცვლად მიწაა და მიწის ნაცვლად - ცა...
- ეს არის ამ ხელისუფლების ნაკლი და მთავარი სისუსტე?
- აი, ეს მოიტანა დემოკრატობანას თამაშმა, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკის წარმოების უუნარობა, დღეს ჩვენი სახელმწიფოს ძირითად წარმმართველ ძალას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია, პრეზიდენტი, რომელსაც "კარალევა მარგოდ" მოიხსენიებენ. ესენი არიან იმ სისტემის შვილები, რა სისტემაც სააკაშვილმა დაგვიტოვა. მათსა და "ნაციონალებს" შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ჩემი აზრით, ხელისუფლებაში ერთადერთი კაცია ღარიბაშვილი და მისი თანამებრძოლები, რომლებიც სახელმწიფოზე ფიქრობენ, რომელიც ცდილობს, ქართული ცნობიერება დაამკვიდროს და ჩვენი ტრადიციები შეინარჩუნოს. დანარჩენები, განსაკუთრებით კი "რესპუბლიკელები" და პრეზიდენტი მარგველაშვილი, "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიის გამგრძელებლები არიან, რომლებიც დასავლეთიდან იკვებებიან და ანგრევენ ქართულ ცნობიერებას. ძალიან ხშირად ახლობლობაში მეკითხებიან, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - რუსეთი თუ ამერიკა. ხაზგასმით ვამბობ, ამერიკაზე უფრო დიდი ბოროტება დღეს არ არსებობს, რუსეთმა ბევრი რამ დაგვიშავა, მაგრამ სიკეთეც მოგვიტანა. ერთი რამაა, რომ რუსეთი მე სულში არ მიძვრება და არ მეუბნება, რომ გინდა თუ არა, ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონე, არ მეუბნება, შვილი 14 წლის რომ გახდება, მაშინ ჰკითხე, ქალიშვილია თუ ვაჟიშვილი. ერთსქესიანთა ქორწინება მარტო ამორალური კი არ არის, ეს არის ერის გადაგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, ამ ხელისუფლების შეცდომა არის ის, რომ გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ, დასავლეთი რას იტყვის, ვიდრე რას ფიქრობს ქართველი ხალხი. მაგრამ ის ხალხი, ალასანიას გუნდი იქნება, "რესპუბლიკელები", თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი, ყველა ესენი ერთ სივრცეში მოაზროვნე ხალხია, ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ისინი ქართველ ხალხზე საერთოდ არ ფიქრობენ. ეს ჩემთვის შემზარავია. იცით, რა მაგიჟებს? მე ვცხოვრობ სოლოლაკში და ხშირად მესმის შეძახილები, - წადი, ბიძინა, მოდი, მიშა!.. ესენი ვინ არიან, მართლა მიშა უნდათ ამათ! ბოდიში მომითხოვია თქვენთან და, ცოცხი უნდათ უკან, ეტყობა, უკანალში ცოცხები არ ეყოთ, კიდევ ეფხანებათ და ენატრებათ ის ცოცხები. არ შეიძლება ნორმალური კაცი ასეთი ლოზუნგებით გამოდიოდეს... თუმცა ხელისუფლებამ პროცესები თვითდინებაზე მიუშვა და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ ფიქრობს პრობლემების გამოსწორებაზე, განსაკუთრებით კი მძიმე აღმოჩნდა ლარის ინფლაცია, მე ამ საკითხში სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის დღეს ბანკში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს. მან შეგნებულად წინსწრებით 400 მილიონი დოლარი გაისტუმრა, თითქოს ეს იყო ვალი, მაგრამ არავინ ეკითხება, რატომ გააკეთა ეს?.. ეს მოხდა შეგნებულად. ქადაგიძე ის კაცია, სააკაშვილი რომ წავიდა, თმას იპუტავდა. ისედაც დიდი თმა არ ჰქონდა და სახეს იხოკავდა. აი, ასეთი ხალხია, მარტო ბანკში კი არა, ყველა სფეროში "ნაციონალები" სხედან და მიზანმიმართულ საბოტაჟს ეწევიან. რაიონებიდან ხალხი რომ ჩამოდის, ისინი მეუბნებიან, ისევ ის ხალხია პოლიციაში, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დროს პარპაშობდნენ, ისევ ის ხალხია პროკურატურაში. ჩანერგილი "ნაციონალების" გაწმენდა უნდა მომხდარიყო, დღეს რომ ორ კაცს მოხსნიან მერიაში, სასამართლოში გარბიან და სახეს იხოკავენ, ეს როგორ გამიბედეს, ჩემი უფლება როგორ დაარღვიეს, როგორ მომხსნესო. "ნაციონალურმა რეჟიმმა" უნივერსიტეტიდან გამოყარა 3500 პროფესორი, დღეს კი ამ უნივერსიტეტებში ისევ ის ხალხია, "ნაციონალებმა" ვინც დანიშნეს და მიშასთან გადაღებული ფოტოებით თავს იწონებენ. ესენი უნდა გაყარო და რომ გაწმენდ მათგან, დეზინფექციაც უნდა ჩაატარო, იმიტომ, რომ რაღაც ინფექციას მაინც დატოვებენ, ისეთი მატლები არიან, რომლებიც ხრავენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი აყოლილია იმ პროპაგანდას, რასაც "რუსთავი 2" ეწევა. ჰგონიათ, რომ საკუთარ აზრებს ლაპარაკობენ და ამ დროს არც კი იციან, სად იწერება სცენარი.
- "ქართულმა ოცნებამ" როგორ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რატომ უნდა მისცეს ხმა და რა დაპირებები უნდა გასცეს ისეთი, რომ კიდევ დაიჯეროს ხალხმა? მიუხედავად იმისა, რომ დაპირებების დიდი ნაწილი არ შესრულდა, ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური გარღვევა მოხდა და უამრავი ადამიანის ოპერაცია დაფინანსდა, ასევე რევოლუციური პროექტი იყო ჩ ჰეპატიტის მკურნალობა, ასევე რევოლუციური პროექტია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ნახევარ მილიარდ ევროს დებს და გათვლილია ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს...
- მოდით, ასე ვთქვათ, "ნაციონალებმა" მოსპეს ქართული სოფელი, სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად, გაჩანაგებულია. მთელი ყურადღება მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე აღდგეს სოფლის მეურნეობა, მაგრამ იცით, რაზე ვღიზიანდები? გამოდის "რუსთავი 2" და ვაზის აჩეხის სცენარს გადმოსცემს. ეს იმ რეჟიმის მსახურები არიან, რომლებმაც ბრძანება გამოსცეს, ვინც კახეთში ვენახს აჩეხს, 2500 ლარს მიიღებსო. ეს იყო მაშინდელი პრემიერმინისტრს გილაურის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რაც ჩემი თვალით ვნახე. ეს არ გაუკეთებია შაჰ-აბასს, დღეს "ნაციონალებმა" მოქრთამეს კახეთში გლეხი, ააჩეხინეს ვაზი, მერე კი თვითონ თქვა, "რუსთავი 2"-მა გადამიხადაო და აი, ამ იდეოლოგიას ნერგავენ, თითქოს გლეხს ვაზი აღარ უნდა, იმდენად გაჭირვებულია, რომ ხელისუფლება მას დახმარებას არ უწევს. ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ არ შეუძლია თავისი საქმის წარმოჩენა. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ტელევიზიას არ უნდა ფლობდეს და მან საკუთარი ტელევიზია დახურა, მაგრამ, რასაც აკეთებენ, ხალხმა არ იცის და პიარში აგებენ. გაკეთდა სათბურები, სადაც მოჰყავთ ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც გენმოდიფიცირებულ საკვებს ჩაანაცვლებს, მაგრამ ვინმემ იცის, რომ ასეთი სათბური არსებობს და ხალხი დასაქმებულია, რომ ჯანსაღი პროდუქცია მოჰყავთ?.. თქვენ ახსენეთ სამედიცინო დაზღვევა, გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი კვდებოდა იმის გამო, რომ ოპერაციის ფული არ ჰქონდა. გაიხსენეთ, როგორ კეთდებოდა გადაუდებელი ოპერაციები, რის ფასად? ხალხს ბინებს აყიდვინებდნენ, ბანკის კრედიტებს აღებინებდნენ. მართალია, ეს სახელმწიფო ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ ძვირად ღირებულ ოპერაციებს აფინანსებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხალხი ვერ ხედავს. იმ ხალხს, ვინც ამბობს, დღევანდელი კვერცხი მირჩევნიაო, კითხვას ვუსვამ, - ეს კვერცხი გქონდათ 9 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის დროს? არ ჰქონიათ... დღეს მოინდომეს დედალი, არ გამოდის ასე უცბად. პრინციპში, ამ ხელისუფლებას ბევრ რამეში არ ვეთანხმები და ვაკრიტიკებ, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დავაბრალოთ. წარღვნა მოვიდა - ბიძინას აბრალებენ, არადა, წინა ხელისუფლების ბრალია, ესტაკადის არასწორად მშენებლობა, რამაც 13 ივნისის სტიქიას ვერ გაუძლო. მზეზე რომ აფეთქებებია და წნევა მიწევს, ესე იგი ესეც ბიძინა ივანიშვილს დავაბრალო? არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, იმდენს იზამენ "ნაცები" და მისი მონათესავე პარტიები, რომ სახეშეცვლილი "ნაციონალები" მოვლენ ხელისუფლებაში, ჩამოიყვანენ სააკაშვილს და ჩათვალეთ, რომ იმ დღიდან საქართველო აღარ იარსებებს, მე ჩემს თავს აღარ დავეძებ, ესენი მე კი არა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ებრძვიან, აი, ეს არის უბედურება, ამ გადაგვარების თავკაცები არიან "ნაციონალებთან" ერთად "რესპუბლიკელები", ის ბერძენიშვილები, ხიდაშელი, მისი ქმარი უსუფაშვილი, ესენი უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას. რომ არა ივანიშვილი, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნებოდა პარალმენტში. თქვენ ხომ კარგად იცით, მათ არჩევნებში 2%-ზე მეტი არასდროს აუღიათ. ახლა თანამდებობები ჩაიგდეს და ჰგონიათ, ხელისუფლება გაინაღდეს. გავიდნენ ცალკე არჩევნებში და ნახონ, როგორ გაიმარჯვებენ.
- "ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ სიტუაცია ისე აირიოს, სააკაშვილიც ვიხილოთ საქართველოში? შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ არა აქვს შეწყვეტილი და ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე შეიძლება მასზე ქვეყნის შიგნით ძებნაც კი შეწყდეს.
- მოგეხსენებათ, სააკაშვილს ახლოს ვიცნობ, ის ძალიან მხდალია, მაგრამ თუ ასეთი რამ დაიწყო... როდესაც დასავლეთი გიჭერს მხარს, ძალიან ადვილი მოსალოდნელია მისი ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, რომ "ნაციონალებს" შეიარაღებული და გაწვრთნილი ჯგუფები ჰყავთ. არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა შეიწყალოს უგულავა, ახალაია და მერაბიშვილი. მისი იმ განცხადების არ მჯერა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და არ ვაპირებ მათ შეწყალებასო. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირებები, რომელიც არ შეასრულა და მოსახლეობა მოატყუა, როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, კოჰაბიტაცია დასრულდებაო. გახდა პრეზიდენტი და უფრო მჭიდრო კოჰაბიტაციაში შევიდა "ნაცებთან". კოჰაბიტაცია დამთავრდა იმით, რომ ჩაეხუტა "ნაციონალებს". თავს იკლავდა, ავლაბრის რეზიდენციაში არ შევალო და შევიდა. იქ შევიდა "ნაციონალების" დავალებით, რომ შეენარჩუნებინა პრეზიდენტის სასახლე, სააკაშვილს უმზადებს ბინას. მარგველაშვილის ბიოგრაფია ზეპირად ვიცი, რა მსოფლმხედველობა აქვს, ესეც ძალიან კარგად ვიცი. მაგას ქართველი ხალხი დებილი და ავადმყოფი ჰგონია, ასეთ კაცს არ შეიძლება ქართველი ერისთვის სიკეთე უნდოდეს. "ნაციონალები" ყოველ წუთას ემზადებიან არეულობისთვის, ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი უკმაყოფილოა "ქართული ოცნებისადმი", არ შეიძლება ნორმალურმა კაცმა "ნაციონალები" აირჩიოს, ამიტომ მათი მიზანია, არიონ ქვეყანა, თანაც, რაც ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ მზადდება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სცენარი, რომელსაც უკრაინაში ემიგრირებული "ნაციონალები" აწყობენ და ამისთვის აქ შემოგზავნილები ჰყავთ კარგად გაწვრთნილი დაჯგუფება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადრეც უნდოდათ მისი ფიზიკური განადგურება, როგორც მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც. ივანიშვილის ფიზიკური სიკვდილი კი ნიშნავს მთელ საქართველოში არეულობის დაწყებას. აი, ეს უნდათ მათ, მეტი არაფერი. ჩვენისთანა ხალხს კი, ვისაც სამშობლო უნდა, არ დაინდობენ. გაიხსენეთ, რატომ მოკლეს გურამ შარაძე, იმიტომ, რომ მას სამშობლო უყვარდა და მისი მკვლელობა დღემდე არ არის გამოძიებული. მთავარია ის, რომ სისტემა, რომელიც სააკაშვილმა ამერიკის დავალებით შექმნა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და ხერხემალში ტეხავს, დღემდე შენარჩუნებულია. ამიტომ იკლავენ ამერიკელები თავს, რომ "ნაციონალები" შენარჩუნდნენ პარლამენტში!