თამაზ ჭეიშვილი: „ნაცებო“ ტყუილად აანონსებთ გადატრიალებას და რევოლუციებს - ხალხი მაინც არ გამოგყვებათ!

თამაზ ჭეიშვილი: „ნაცებო“ ტყუილად აანონსებთ გადატრიალებას და რევოლუციებს - ხალხი მაინც არ გამოგყვებათ!

რომელიღაც ინტერნეტ სააგენტო აქვეყნებს: მიხეილ სააკაშვილი: „ახალწლამდე ეს მთავრობა დაემხობა“! 

 

მე იმ კატეგორიას განვეკუთვნები ბოროტებას არავის გავუკეთებ, მაგრამ ყველასგან სიკეთეს არ მოველი, მითუმეტეს, ნამუსგარეცხილი სააკაშვილისგან და მრავალჯერ სულგაყიდული ნაციონალებისგან! 

 

რა გინდათ ო? რევანშის აღება? ამ ხელისუფლების დაბნეულობისა და არაკომპეტენტურობის გამოყენება?

 

არ გამოგივათ! ვიცი, „ვერ ააგორებთ“ ხალხმრავალ მიტინგებს! არ გამოგყვებათ ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებით უკმაყოფილოები არიან, არც თქვენ დაძახებაზე, არც იმ „პოლიტბანდის“ ყროყინზე, სიტუაციის გამოყენება რომ სწადიათ მთელი გულით და თქვენ გეტმასნებიან, პოლიტიკურად გაკოტრებულ ნაციონალებს! 

 

პირადად მე, ამ სტრიქონების ავტორი, ძირძველი თბილისელი, არ მოგცემთ თბილისის აოხრების უფლებას.  ჩემ ჭკუაზე მყოფი კიდევ ბევრი მოიძებნება ამ ქალაქში! ვენაცვალე იმ ქუთაისელს, თბილისს და თბილისელებს პატივს რომ სცემს, მაგრამ სიგიჟემდეა შეყვარებული ქუთაისზე, ქუთაისელობით ამაყობს და სულაც არ სჭირდება „გათბილისელება“! 

 

ქედს ვიხრი და პატივს ვცემ ყველა თელაველს, გორელს, ხაშურელს, ბათუმელს,ზუგდიდელს, მესტიელს, ოზურგეთელს, ხონელს... რომელიც თავისი ქალაქით ამაყობს და კბილებით დაიცავს საკუთარ ფუძეს! 

 

აი ამ ხალხის იმედი მაქვს რევანშისტებო! ეგ გაკვეთილები 90-იან წლებში გავიარეთ და მაგ დაწყევლილმა სამოქალაქო დაპირისპირებამ რომ ნგრევის, გაპაარტახების, სასოწარკვეთის მეტი არაფერი მოგვცა ათიანზე ვისწავლე მეც და ბევრმა ჩემისთანამ! 

 

აგერ, გამოვიდა პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამია, თქვენი იდეოლოგიური „გურუ“! ხალხის გულის აჩუყებას შეეცადა, ურიცხვი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა უნდოდა! არაფერი გამოუვიდა! თან იძახდა 6 მილიონი მჭირდებაო, თანაც საბანკო ანგარიში უკარნახა ტელემაყურებელს, იქნებ თითო ლარი ჩაგვირიცხოთ „დეიდებო და ბიძიებოო“! 

 

შე კეთილ...შობილო ადამიანო, მილიონებზე რომ ელაპარაკები ამ გაღატაკებულ ხალხს, თან „თითო ლარის“ ჩარიცხვას რომ ითხოვ, გვაგოიმებ თუ როგორ არის შენი საქმე? გუშინ „ნავაროჩენი ტიპები“ პოსტავდნენ  - „რა საბანძეთია ეს „ობიექტივი“ როგორ ვერ ხვდებიან, გამოტვინებული პენსიონერების მეტი არავინ უყურებსო“! რუსთავი 2-ის ცქერით ხომ თვალები დაითხარეს, რაა! 

 

3 წელია „ობიექტივს“ ხელფასის და ჰონორარის გარეშე ვემსახურები და ვამაყობ! ყოველ შაბათს საავტორო პროგრამა მიმყავს, მართალ ტელევიზიას ვემსახურები უანგაროდ... ჩემს ტელევიზიაში, დიახ ჩემს ტელევიზიაში „ნაუშნიკები“ და „სუპლიორი“ „მოდაში“ არ არის - არ გვჭირდება ვინმეს კარნახი, რა დროს რა უნდა ვთქვათ და იმიტომ არ არის მოდაში! 

 

„ობიექტივი“ თავის მხრივ სიმართლეს ემსახურება! ხალხს სიმრთლეს აწვდის და როცა შენს ქვეყანას უჭირს, მართალ სიტყვაში გასამრჯელოს მოთხოვნა მკრეხელობად მიმაჩნია! 

 

მართალი სიტყვა და სიმართლე არ იყიდება - არც ევროზე და არც დოლარზე... მითუმეტეს არც ლარზე! 

 

იცით, რატომ? შეუფასებელია მართალი სიტყვა, ფასდაუდებელი ას კარატიანი მარგალიტია!  

 

მოკლედ,  ტყუილად ნუ აანონსებთ გადატრიალებებს, რევოლუციებს, დამხობებს, ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის თქვენი ტინგიცობა და უნიჭოდ ნუ „კლოუნობთ“! 

 

ხომ ხედავთ არ გამოგდით კლოუნადა!  

 

სხვათაშორის, კლოუნადა საცირკო ხელოვნების ურთულესი მიმართულებაა! და არ გამოვა თქვენგან „ნიკულინები“, „ოლეგ პოპოვები“ ან „იპოლიტეები“! 

 

ასე რომ, ან გაჩუმდით, ან აღიარეთ დანაშაულთა მთელი „ჩანჩქერი“, იქნებ ცოტა მაინც შეგიმსუბუქდეთ სასჯელი ვერდიქტის გამოტანის დროს! 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: