ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. 

 

დიპლომატებს "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია და პარტიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხვდებიან. 

 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე გიგა ბოკერიამ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლები დიპლომატებს ინფორმაციას მიაწვდიან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ესაუბრებიან ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ირგვლივ, ასევე ზოგადად მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხება პარტიებს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის საკითხსაც. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: