მამუკა არეშიძე: ვადამდელი არჩევნები "ნაციონალებისთვის" კარგი შედეგით ნამდვილად არ დასრულდება!
"ნაციონალური მოძრაობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ცდილობს, საზოგადოებაში ისეთი განწყობა შექმნას, თითქოს ქვეყანა იღუპება და მის გადასარჩენად საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო", - აღნიშნული განცხადება "ასავალ-დასავალთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ გააკეთა. ექსპერტის თქმით, ესეც "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პიარ-ხრიკია. "თორემ ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მართლა რომ დაინიშნოს, ნაციონალებისთვის კარგი შედეგით ნამდვილად არ დასრულდება", - განაცხადა არეშიძემ.