დემურ გიორხელიძე: "სახელმწიფო მამებო", - გეყურებათ რამე თუ..."

დემურ გიორხელიძე: "სახელმწიფო მამებო", - გეყურებათ რამე თუ..."

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმს იწყებს.

 

გიორხელიძე მოუწოდებს საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რეალობა შესაბამისად აღიქვან და რეაგირებაც შესაბამისი მოახდინონ.

 

"ახლანდელი ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელმა  ლეონიდ  თიბილოვმა - მალე რეფერენდუმის ორგანიზება მოხდება  "რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზეო".

როგორც მან აღნიშნა, "რუსეთთან შეერთება სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი ოცნებააო"...

ჩვენ ციხის ამბები გვეყოფა და უაზრო გნიასი?

რაიმე  გაგიგონიათ ოფიციალური თბილისისგან  ამ  თემაზე?

მე არაფერი! და ეს რას ნიშნავს?! რას გვეტყვიან ჩვენი "სახელმწიფო მამები", ჰა?!

ალლლო!

"სახელმწიფო მამებო", - გეყურებათ რამე თუ... არ გცალიათ, ჰა?!"- აღნიშნავს გიორხელიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: