ვალერი გელბახიანი: არა მგონია, კოლომოისკისთვის კოდუა მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს
ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ვარაუდს იმის შესახებ, რომ ზუგდიდის ფარულ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეო, სადაც ასახულია მამაკაცის გაუპატირება კოლომოისკის ირაკლი კოდუამ გადასცა, ნაკლებად ეთანხმება.
გელბახიანის განცხადებით, კოდუა მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ არის და თუ კადრები მართლაც კოდუას გადაცემულია, შეიძება ეს განგებ იყოს დაგეგმილი.
"არა მგონია, კოლომოისკისთვის კოდუა მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს. კოდუა ფუნქციურად მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როდესაც მას ძლიერი მექანიზმები ჰქონდა ხელში. ახლა ვინ არის კოდუა? - არც პოლიტიკოსია, არც ამინდის შექმნა შეუძლია... რაც შეეხება კადრებს, ის ისედაც ცნობილია მსოფლიოსთვის. დამალული არავისთვის ყოფილა. ის კადრები, რაც შეიძლება კოდუას ჰქონდეს, მის საწინააღმდეგოდ შეიძლება შემოტრიალდეს. კოდუას შეიძლება კოლომოისკისთან რაღაც ბიზნესინტერესები აკავშირებდეს, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, მაშინ ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს მისი განხეთქილება სააკაშვილთან...
თუ ეს ასეა და საქმე არ გვაქვს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ოპერაციასთან, მაშინ რაში უნდა სჭირდებოდეს კოლომოისკის კოდუა? რამე საფრთხეს უქმნის ის სააკაშვილს?"- აცხადებს გელბახიანი.
"პრაიმთაიმი"