ირაკლი ალასანიას პარტია150-მა წევრმა დატოვა

ირაკლი ალასანიას პარტია150-მა წევრმა დატოვა

"თავისუფალი დემოკრატების" ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კუბლაშვილმა ქუთაისში "ქართული ოცნების" რეგიონალური ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის რიგების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის და მისი თანამოაზრეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპებისა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს და ემიჯნებიან ირაკლი ალასანიას ორგანიზაცის. პარტიის დატოვების მიზეზად კი კუბლაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსი დაასახელა.

 

"რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შეარჩიეს ისეთი პარტნიორები, რომელთაც მე და ჩემი მეგობრები ვებრძოდით. ამიტომ ჩემი შემდგომი თანამშრომლიობა "თავისუფალ დემოკრატებთან" წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს პარტიები ერთი აზრისანი არიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. "თავისუფალი დემოკრატები" ამ მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ, ",- განაცხადა კუბლაშვილმა

 

კითხვაზე, თუ რამდენი წევრი ირიცხებოდა ამ დრომდე პარტიის ტყიბულის ორგანიზაციაში, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ 150.

კუბლაშვილი და მისი თნამოაზრეები, როგორც თავად აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" შეუერთდებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: