თემურ შაშიაშვილი: „რუსთავი-2“-ია ხალხის ტელევიზია და მართალი ტელევიზია?!
„ვფიქრობ საქართველოს ძალიან სერიოზული მომავალი აქვს. ჩვენ უაღრესად საინტერესო ხალხი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ!
ყოველთა ქართველთა კონგრესის მზადების პერიოდში ჩვენ მოვიარეთ მრავალი ქვეყანა, შევხვდით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. პირდაპირ ვიტყვი: დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ვინც წავიდა ევროპაში, ნახა ნამდვილი ევროპა, ვინც წავიდა ამერიკაში – ნახა რეალური ამერიკა, ვინც წავიდა რუსეთი – ნახა რეალური რუსეთი მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ საქართველოს გადარჩენა არა სადმე სხვაგან, არამედ მხოლოდ საქართველოშია!
აქვე მინდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი:
ივნისის თვეში საბერძნეთში ვიყავით, 12 ივნისს, პეტრეპავლობას, 700 ქართველი შეიკრიბა ათენის კულტურის ცენტრში. იმ დღეს „რუსთავი-2“-ისს გადამღები ჯგუფიც იყო ჩასული ათენში. მიუხედავად ორგანიზატორთა მოწვევისა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აუკრძალა ჟურნალისტებს ქართველთა დიდი ფორუმის გაშუქება. მათ მხოლოდ საბერძნეთის ანტისამთავრობო მიტინგების და გამოსვლების გაშუქება ჰქონდათ დავალებული. ეს არის ხალხის ტელევიზია და მართალი ტელევიზია!“